საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში სექტორის გამოწვევებზე საუბრობს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ხელმძღვანელს შეხვდა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დავით ფერაძემ ალბერტო მაცოლას საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და კომპანიის შედეგები გააცნო.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ევროდირექტივებსა და ევრორეგულაციებთან მიახლოების საკითხები და პროგრესი განიხილა, ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რა პროცესებს გადის ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა. მხარეებმა შეხვედრაზე სექტორულ ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ხელმძღვანელმა საქართველოს რკინიგზას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროდირექტივების შესრულების პროცესში, მზად არის კომპანიის მენეჯმენტს ევროპული ქვეყნების მაგალითზე საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. დაგეგმილი რეფორმების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთთანმშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაიგეგმა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების პარტნიორი სახელმწიფოა. ალბერტო მაცოლა აღნიშნულ პოზიციაზე კოვიდ პანდემიის პერიოდში დაინიშნა, სწორედ ამიტომ ეს მხარეებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა