საქართველოში მდებარე 2 სკოლაში თითო-თითო მოსწავლე ირიცხება, 4 სკოლაში 2-2 მოსწავლე; 9 სკოლაში 3-3 მოსწავლე; 6 სკოლაში 4-4, 8 სკოლაში კი 5-5 მოსწავლე სწავლობს

საქართველოში მდებარე 2 სკოლაში თითო-თითო მოსწავლე ირიცხება. დაბალ და მაღალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლაში ერთ მოსწავლეს 7 მასწავლებელი ასწავლის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის საჯარო სკოლაში მყოფ ერთ მოსწავლეს კი 4 მასწავლებელი.

ამასთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მდებარე კიდევ 4 სკოლაში 2-2 მოსწავლე ირიცხება; 9 სკოლაში 3-3 მოსწავლე; 6 სკოლაში 4-4, 8 სკოლაში კი 5-5 მოსწავლე. ამ სკოლებში საშუალოდ 3-დან 13-მდე მასწავლებელი ასწავლის.

საქართველოში სულ 288 სკოლაა, სადაც 1-იდან 30 მოსწავლემდე სწავლობს.

რაც შეეხება რიცხოვნობით ყველაზე დიდ სკოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი 2664 მოსწავლე თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ირიცხება. შემდეგ 2633 მოსწავლით თბილისის #175-ე საჯარო სკოლა მოდის, მესამე ადგილზე კი 2548 მოსწავლით #161-ე საჯარო სკოლაა.

რიცხოვნობით პირველ ათეულში გარდა თბილისში მდებარე საჯარო სკოლებისა, ბათუმის #6 ფიზიკა მათემატიკის და #8 საჯარო სკოლები და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაც შევიდა.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 2085 სკოლაა, სადაც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ირიცხება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება