2022 წელს, თბილისის მერიამ კორპუსებში ლიფტის შეკეთების ან სრულად ჩანაცვლების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  294 განაცხადი დააკმაყოფილა

2022 წელს, თბილისის მერიამ კორპუსებში ლიფტის შეკეთების ან სრულად ჩანაცვლების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 294 განაცხადი დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება სხვადასხვა გამგეობაში დაკმაყოფილებული განცხადების რაოდენობას, ლიფტის შეკეთების ან სრულად ჩანაცვლების შესახებ მიბათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველაზე მეტი, 63 განცხადება ვაკის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 25 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 15 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 63 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 30 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 21 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 10 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 40 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 36 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 44 განცხადება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში დაკმაყოფილდა 10 განცხადება“, - აღნიშნულია თბილისის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას