საქართველოდან  ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა 2021 წელს 69%-ით გაიზარდა, წევრ სახელმწიფოებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 28%-ით

2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკომისიიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „ინტერპრესნიუსს“, შესაბამისი ინფორმაციით დაინტერესების საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის ოფისმა მიაწოდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო წარდგენილი, 2021 წელს კი მათი რაოდენობა 14 600-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქართველების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრების უკანონი კვეთის 30 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2020 წლის მონაცემების იდენტურია.

ამასთან, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ საქართველოს 13 000 მოქალაქე იმყოფებოდა, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 10 165-ს შეადგენდა.

„50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა”, - აღნიშნულია ანგარიშში. კერძოდ, 2021 წელს, წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 105 მოქალაქეს უთხრეს.

ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 2021 წელს 13%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება 10 595 მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღეს, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 12 120-ს შეადგენდა. შემცირდა საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაც. კერძო, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა 5 495 მოქალაქე, 2020 წელს კი - 6 330 მოქალაქე.

„თუმცა Frontex-ი იუწყება, რომ 2021 წელს ევროკავშირის რეადმისიის შესახებ შეთანხმება დამაკმაყოფილებლად შესრულდა. რამდენიმე წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოსთან, კერძოდ, უკუმიმართულებით ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა