ბექა ლილუაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის განცხადება შესაძლოა, ემოციური და ნაჩქარევი იყო - გაუგებარია, რას ნიშნავს მანდატებით ვაჭრობა

როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს - თუ საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემის და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით არის რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. "ნაცმოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საკითხი ჰუმანიტარული კონტექსტიდან გადაეყვანა პოლიტიკურ კონტექსტში და რა თქმა უნდა, ამით ისარგებლა ხელისუფლებამ. დღეს როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გამოკეთდეს, თუ საჭიროა (საზღვარგარეთ) გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებები და მანდატებით ვაჭრობა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ.

"სამწუხაროდ," ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში, შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რადგან ვხედავთ, რომ გაერთიანების ნაცვლად, ხდება კიდევ უფრო მეტად გახლეჩა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის შეფასება, ამას "გადადინებითი" ეფექტი აქვს მთელს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში, მათ მხარდამჭერებზე და ამ განცხადებების საფუძველზე კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ადამიანების დამოკიდებულებას პარტიის მიმართ. გაუგებარია, რას ნიშნავს მანდატებით ვაჭრობა. გვახსოვს, როცა ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ მანდატების დატოვებით შექმნის ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და ამას გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმად ხელისუფლებაზე. ახლა გაუგებარია, ამ ზეწოლის მექანიზმს ჩუქნის და უცვლის ხელისუფლებას სააკაშვილის გადაყვანაში?! შესაძლოა, ეს იყო ნაჩქარევი ან ემოციური განცხადება პარტიის ახალი თავმჯდომარის მხრიდან, რასაც, მისი პარტიის წარმომადგენლებიც ფაქტია, არ ეთანხმებიან," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა