გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა.

საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა.

აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

„კლიმატის ცვლილებები და მისგან გამოწვეული უარყოფითი მოვლენები დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თანმიმდევრული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება. დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტის მიღებით ჩვენ ვასრულებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმებამ (2015 წლის დეკემბერი) სათავე დაუდო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საბჭოს მანდატი, კლიმატის ფინანსების სამუშაო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ფინანსების სამუშაო და ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფების შექმნის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების საბჭო 2020 წლის 23 იანვარს შეიქმნა, რომელიც საბჭოსგან, საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფებისგან შედგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა