ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ომის დასრულებისთანავე ნატო-ს წევრი უნდა გახდეს

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, როგორც კი ქვეყანაში ომი დასრულდება.

ამის შესახებ მან პრეზიდენტის რანგში საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება მორალურად და პრაქტიკულად მზად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად, როგორც კი კონფლიქტი დასრულდება.

ნატო-ს ყოფილმა გენერალმა ამასთან აღნიშნა, რომ არ უნდა არსებობდეს შეიარაღების ლიმიტი, რომელსაც ქვეყნები უკრაინას აწვდიან.

„ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. სავარაუდოდ, ძალიან ცოტა ადამიანს წარმოედგინა, რომ დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამდნენ სურვილს უკრაინისთვის თანამედროვე ტანკები, შორი მანძილის არტილერია ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადაეცა, მაგრამ ახლა ეს რეალობაა. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რუსეთის მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან დასაპირისპირებლად“,- განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე უარყო ევროპის დედაქალაქების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება როგორც ესკალაცია და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

„თუ ჩვენ დავტოვებთ უკრაინას დახმარების გარეშე, ისინი დიდი ალბათობით წააგებენ ამ ომს. და თუ ისინი დამარცხდებიან - ჩვენც დავმარცხდებით! ჩვენი ქალაქები არ ნადგურდება რუსული არტილერიისა და რაკეტების მიერ. თუმცა, ჩვენი მომავალი შეიძლება განადგურდეს, თუ მხარს არ დავუჭერთ უკრაინას ამ კონფლიქტის წარმატებულ დასასრულამდე. ამავდროულად, თუ არის სამშვიდობო მოლაპარაკებების უმცირესი შანსიც კი, ამასაც მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ამის ნიშნები თავად რუსეთიდან არ მოდის. ომის დასასრული სრულად რუსეთის ხელშია. ამას დასჭირდება პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება - გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და ომი დასრულებულია“,- განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა