2022-23 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს

დედაქალაქის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-23 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსება რამდენიმე კატეგორიას ეხება: სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონდე სტუდენტებს, ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებს. ამ კატეგორიებს სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდებათ. კალაძის თქმით, გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება - თბილისის მერიის სტიპენდია.

„დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სტუდენტი, რომელიც ზემოთ ხსენებულ ყველა კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70%, 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1 125 ლარია. დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართოს მერიას. რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება დავამატეთ“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა 4 555 სტუდენტს გაეწია, მათ შორის 3 020 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა