დავით უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - მეუბნებით, რომ საქართველოს ერთად ვუშველოთ მაშინ, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გიშველიათ უბედურებების გარეშე? - „ლელოსთვის“ კომპრომატებით ომი კატეგორიულად მიუღებელია

„ლელოსთვის“ კომპრომატებით ომი კატეგორიულად მიუღებელია - მეუბნებით, რომ საქართველოს ერთად ვუშველოთ მაშინ, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გიშველიათ ამ უბედურებების გარეშე? - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსა და მათთან თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერებისა გამოქვეყნება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება „ლელოსთვის“ „წითელი ხაზია“.

„როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცასთან თანამშრომლობა წარმოგვიდგენია და ვიღაცასთან - არა, ეს არ ნიშნავს იმას, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და „ოცნებამ“ გააგრძელა, რომ ეს ხალხი ქვეყნისთვის ზედმეტად და მტრად მიგვაჩნდეს - არა. თავისუფალი ქვეყანა და საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით ამომრჩეველს შესაძლოა, მოსწონს ის, რაც ყოფილ მმართველ პარტიაში მოხდა. ეს საკითხი მოწონება-არმოწონების საგანი არაა, ეს არის პრაგმატული პოლიტიკის თემა. „ლელოსთვის“კომპრომატებით ომი კატეგორიულად მიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა იყოს. ვგულისხმობ რაღაც ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომელიც სადღაც აქვს შენახული. ფარული ჩანაწერებით და კერძო საუბრებით საჯარო ინტერესების მიღწევა მიუღებელია. „ნაცმოძრაობა“ იწერდა, „ოცნება“ აქვეყნებდა, ახლა შიდაპარტიულ ბრძოლაშიც ვიღაც ამას იყენებს - ეს ჩემთვის წითელი ხაზიცაა, წითელი შუქიც და კიდევ უფრო მეტიც. ანუ - ახლა თქვენ მეუბნებით, რომ საქართველოს ერთად ვუშველოთ მაშინ, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გიშველიათ ამ უბედურებების გარეშე? მივესალმებით კონკურენციას არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ, პარტიის შიგნითაც. ისეთ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, სადაც პარტიებში კონკურენტული არჩევნები ჩატარდება, მაგრამ თუ შიდაპარტიულ ურთიერთობებშიც ასევე იქნება, ბრძოლა წესების გარეშე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ოპოზიციას გაუმართა და რასაც „ოცნება“ ახლა ოპოზიციას უმართავს, ამ პარტიისგან ქვეყნისთვის კარგს არაფერს ველი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა