გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე ჩართვა სურს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილს სურს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"განწყობილია, რომ ჩაერთოს. უნდა და აპირებს. თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა, ჩაერთვება", - აღნიშნავს ალასანია.

ამასთან, როგორც ალასანია ჟურნალისტებთან განმარტავს, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.

"ისევ პალატაშია, რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ. ყოველ წუთს ხუჭავდა თვალებს, შემდეგ ისევ ახელდა. ადამიანს შავი ფერი აქვს, ჩავარდნილი აქვს ყველაფერი. ორგანიზმში ისევ აქვს საწამლავი. ნევროლოგიური მდგომარეობა იგივეა. ადამიანი, უბრალოდ ვერ იღებს საკვებს", - აღნიშნა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს