რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქციის გამართვის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაცინვით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს 12:00 საათზე თავისი ქვეყნების დედაქალაქებში პარლამენტთან და მთავრობის სახლებთან უნდა გამოვიდნენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი არ გაიგონა, ამიტომ 2023 წლის 20 თებერვალს 12:00 საათიდან ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაცინვით, გამოვიდეს იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ცხოვრობს პარლამენტისა და მთავრობის სახლის წინ! ისინი უნდა ჩაერიონ!“,- განაცხადა ფეიგინმა.
ფეიგინი მსგავსი მოწოდებით გასული წლის დეკემბერშიც გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას, საქართველოს საელჩოებთან გლობალური აქციის გამართვა სთხოვა.