პაატა მანჯგალაძე - ამერიკის „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არის დაპირისპირება, მაგრამ ამის გამო ამერიკა არ ინგრევა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვითონ გაერკვევიან, ხელისუფლებას კი არ ავყვები ჭიქაში ქარიშხლის მოწყობაში

„რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არის დაპირისპირება ამერიკაში, მაგრამ ამის გამო ამერიკა არ ინგრევა. ჩვეულებრივი ამბავია, თვითონ გაერკვევიან "ნაციონალურ მოძრაობაში". ხელისუფლებას სურს პრობლემებიდან ყურადღება ამაზე გადაიტანოს. არ ავყვები ჭიქაში ქარიშხლის მოწყობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია კონცენტრირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

"თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმაცია, არც ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია არ არის არავისზე ნაკლები. გაკვირვებული ვიყავი - ადამიანი 6 საათის არჩეული იყო და ამბობდნენ, წავიდეს, გამოიხსნას სააკაშვილიო. ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას ვხედავ, თუმცა ეს ბუნებრივია. რომ შევხედოთ ტრამპის "რესპუბლიკურ პარტიაშიც" არის დაპირისპირება, ამერიკაში, მაგრამ ამის გამო, ამერიკა არ ინგრევა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დემოკრატიაში ყველგან არსებობს გუნდები, ამერიკაში პარტიები არიან პლატფორმები სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების გაერთიანების, რა პრობლემაა? ჩვენს პარტიაშიც არიან გუნდები და ამ გუნდების ერთობლიობაა "სტრატეგია აღმაშენებელი". თვითონ გაერკვევიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ხელისუფლებას სურს, ქვეყანა რომ კანდიდატის სტატუსს კარგავს, ინფლაცია რომ მაღალია და ხალხი ქვეყნიდან გარბის, აქედან გადავიტანოთ ყურადღება და ვისაუბროთ, რატომ თქვა სააკაშვილმა რაღაც და რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". მე არ ავყვები ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას. პირველხარისხოვანია, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი,"- განაცხადა მანჯგალაძემ

რაც შეეხება პარლამენტის დატოვების თაობაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც მან აღნიშნა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ხედვით, პარლამენტის დატოვებამ დისკომფორტი უნდა შეუქმნას "ქართულ ოცნებას" და ეს მხოლოდ ქუჩაში პროტესტთან ერთად იქნება შესაძლებელი.

"ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ნაწილი და უნდა ემსახურებოდეს არა კომფორტის ან ერთ დღიანი ნიუსის შექმნას, არამედ სერიოზული დისკომფორტის და სახელისუფლებო კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი უნდა გააძლიეროს პარლამენტის დატოვებამ. სხვანაირად "ქართული ოცნება" თუ დავტოვეთ მარტო პარლამენტში და ქუჩაში არ იქნება ხალხი, ეს პირიქით გაუხარდებათ, ნაკლები "მოკრიტიკე" ეყოლებათ პარლამენტში," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა