თბილისის ანძა 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ანძა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.

„თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში, თავის მოსახლეობას გვერდით უდგას. ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ხორციელდება დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება“, - განაცხადა კახა კალაძე.

მისი თქმით, თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანია, მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.

„თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, დააფინანსა 130 857 შემთხვევა, მათ შორის, 115 491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში; ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში, 163 შემთხვევა; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, სრულად ან 50%–ით 238 მოქალაქეს დაუფინანსდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია.

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, ვეცდებით, გვერდით დავუდგეთ. წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია. დაფინანსების თვალსაზრისით, ბევრი პროგრამა გვაქვს და ვისაც ამის საჭიროება გაქვთ, უნდა გამოიყენოთ. ჩვენი მხრიდან კი თანადგომა იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა