აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა გურჯაანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ გურჯაანის დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან, განსახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს - ძირითად საჭიროებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.

„იძულებით გადაადგილებული პირებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, გურჯაანში დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით განხორციელდება.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გურჯაანის მერის მოადგილე ლერი გელენავა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა