მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახური ინვესტიციით თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისში ახალი სასტუმროს, „ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სასტუმრო ყაზახური ინვესტიციით აშენდა, პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რომელიც მორგებული იქნება როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ობიექტი შეემატა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, საერთაშორისო ქსელური ბრენდი - Holiday Inn Express. მინდა, ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩათვალა, რომ საქართველო ნამდვილად იყო ის მიმართულება და ქვეყანა, სადაც ასეთი მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და რომელიც წლების განმავლობაში ერთად ვაშენეთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტორმა ძალიან სწორად შეაფასა ის კონკრეტული ნიშა, რომელიც ნამდვილად აკლდა დედაქალაქს და ბიუჯეტური, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდით შემოსვლა გადაწყვიტა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აღნიშნა, რომ სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ინვესტორისთვის კი მორიგი მოტივაცია. იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში ის არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა, ჩვენთვის საინტერესო, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში განიხილავს ასეთივე პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ საქართველოში კიდევ მეტი ყაზახი ტურისტის და არამარტო მათ მოზიდვას - დივერსიფიკაციის პოლიტიკით და მეტი პირდაპირი ფრენებით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა