პოლონური მედია - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna კიევის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსგავსი მოლაპარაკებების ფორმატს ახლა ორივე მხარე განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი ბაიდენს 10-პუნქტიანი მშვიდობის გეგმას და სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის იდეას წარუდგენს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, საუბარი ასევე შეეხება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას. ჯერჯერობით, ოფიციალურად ამერიკული და უკრაინული მხარეები პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას არ ადასტურებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა