დავით კირკიტაძე - მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა და აქედან გამომდინარე მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას

მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი სიცოცხლე ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენთვის. ეს საკითხი არის პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ხატია დეკანოიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ალბათ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ფრაქციის რამდენიმე წევრმა, ჯერ კობა ნაყოფიამ, მერე ლევან ხაბეიშვილმა მასთან შეუთანხმებლად გააკეთეს ის განცხადებები, რაც საპარლამენტო და ფრაქციის მოღვაწეობას ეხებოდა. ხატია ფრაქციის ძალიან კარგი თავმჯდომარე იყო“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წართმეული აქვს.

„პაციენტის ნება-სურვილით არ ხდება რეანიმაციაში გადაყვანა ან რაიმე სამედიცინო ჩარევა, ამას წყვეტენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ნათელია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება, მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება არის წართმეული. ამის გამო ვწუხვართ. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ამ ხელისუფლებამ სიკვდილის პირას მიიყვანა. მიხეილ სააკაშვილი, საღ-სალამათი ადამიანი შეიყვანეს საპატიმროში და დღეს ყველა ხედავს, რა მდგომარეობაშია. მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება უკანასკნელი ძალა მოიკრიბოს და საზოგადოების წინაშე წარდგეს, მაგრამ აქაც ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად აქვს საშუალება. როგორც ხედავთ, ექიმები არ იძლევიან რეკომენდაციას, რომ დარბაზში მოიყვანონ, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ის ძალიან მძიმედ არის“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა