მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია

ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, როდესაც უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვას, უტარდება თუ არა მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამასთან, მოსამართლემ სააკაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა საკვებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში