მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება, „არაეთიკური სურათისთვის“ კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.
"ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომას გამოეთიშა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე აძლევს ჩვენებას, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ ესწრება.

























