Financial Times UK-ი საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

Financial Times UK-ი საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტი საიმონ უსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. ვრცელ სტატიაში საიმონ უსბურნი საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე საუბრობს.

მესტიაში მოგზაურობის აღწერას Financial Times UK-ი ნატახტრის აეროდრომიდან იწყებს, „რომელიც შოკოლადის ქარხნის მოპირდაპირედ მდებარეობს“. სტატიის აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის მთებსა და ულამაზეს პეიზაჟებს. Financial Times Uk-ის სტატიაში „ღრმა თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“ მოთხრობილია ორი ადგილობრივი მკვიდრის, მიშა და ალექსი მარგიანების ისტორია, რომლებიც ოცდაათ წელს გადაცილებული ძმები არიან.

„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას - და ევროპის ზოგიერთ უდიდეს მთას. მესტია იმდენად ახალი სათხილამურო კურორტია, რომ ახალგაზრდას ეს სპორტი უსწავლია ხის თხილამურებზე, რომლებიც აღჭურვილი იყო ხარის ტყავის საკინძებით. ახლა ის ხელმძღვანელობს ჰელი-სკის მოთხილამურეების საერთაშორისო ჯგუფს“, - აღნიშნულია სტატიაში. Financial Times Uk-ის ჟურნალისტი ქართულ გასტრონომიაზეც ამახვილებს ყურადღებას - „მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა, სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, მათ შორის, მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური“, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა