იაპონიის მთავრობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

იაპონიის მთავრობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

„აღდგენის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად და რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კუბრაკოვმა დააზუსტა, რომ დახმარება მოიცავს იაპონელი პარტნიორების მიერ აღდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა