გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე დემარშით წასვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, უნდა აიხსნას მიზეზი, რატომ წავიდა ეს ხალხი

ასე დემარშით წასვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა აიხსნას მიზეზი, რატომ წავიდა ეს ხალხი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე ენმ-ს რამდენიმე წევრის მხრიდან შიდაპარტიული თანამდებობის დატოვებას.

გიორგი მუმლაძის მოსაზრებით, პრაქტიკულად ეს ქმედება ნიშნავს შემდეგს - ისინი არ უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე შეიძლება სხვა შედეგი დამდგარიყო.

„ანუ თუ შენ ხარ იდეების ერთგული, ამ შემთხვევაში, ვერავინ გაგაგდებს თანამდებობიდან, რადგან ამას პროცედურები სჭირდება, უნდა განიხილონ უფლებამოსილების საკითხი, შეაფასონ შენი საქმიანობა. ასე დემარშით წასვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ უნდა აიხსნას მიზეზი, რატომ წავიდა ეს ხალხი. „მე უბრალოდ არ მომწონხარ და ამიტომ წავედი“- ეს ცოტა არასერიოზული მგონია. რაც შეეხება ერთიანობას, გააჩნია რას ვგულისხმობთ ერთიანობაში. თუ იდეის გარშემო ვერთიანდებით და ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაშინ, ბუნებრივია, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი მხარდამჭერების ნებას. თუ მხარდაჭერის ნებას პატივს არ ვცემთ, მაშინ ამ ხალხთან ერთიანობა ვერ გამოვა. დემოკრატიული პროცესი ნიშნავს იმას, რომ როდესაც არჩევნები ტარდება, დგება შედეგი, ხდება ამ შედეგის აღიარება და დამდგარ შედეგს პატივი უნდა სცე. თუ ადამიანს ამის ადამიანს ამის უნარი არ გააჩნია ის, ზოგადად პარტიაში კი არა, პოლიტიკურ პროცესში ვერ იქნება სათანადოდ ჩართული”,- აცხადებს მუმლაძე.

მისივე თქმით, ის იზიარებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველაფერს ნულიდან დაიწყებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა