ირაკლი ხმალაძე - „ლაგუნა ვერეს” მოწესრიგებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საწინააღმდეგო კამპანია პოლიტიკური მიზეზებითაა  განპიროვნებული

„ლაგუნა ვერეს” მოწესრიგებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საწინააღმდეგო კამპანია განპიროვნებულია პოლიტიკური მიზეზებით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პროფესიული საზოგადოების წევრების მიერ „ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ მულტიფუნქციური პროექტის იდეასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციას გამოეხმაურა.

ამის მიუხედავად, მისივე თქმით, თუ პეტიციას მოამზადებენ და თბილისის მერიაში შეიტანენ, ისევე განიხილავენ, როგორც გეგმარების დავალებასთან დაკავშირებით შემოსულ წინადადებას იხილავენ.

„ჩემი აზრით, ამ ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საწინააღმდეგო კამპანია განპიროვნებულია პოლიტიკური მიზეზებით. მიმაჩნია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება ყველას ინტერესში შედის: „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურის აღდგენა, ისტორიული ფაბრიკის შენობაში რესტავრაცია და მისი ფუნქციური დატვირთვა. ტერიტორიის მოწესრიგება, გასუფთავება, სატრანსპორტო კვანძის გამართვა და გალამაზება. არ ვიცი, რა პეტიციას ამზადებენ, თუმცა რამეს თუ მოამზადებენ და შემოიტანენ, ისევე განვიხილავთ, როგორც გეგმარების დავალებასთან დაკავშირებით შემოსულ წინადადებას ვიხილავთ. ჯერჯერობით ისევ ვართ განხილვის ეტაპზე. ახლა პროექტი გეგმარებითი დავალების მომზადების ეტაპზეა, გეგმარებითი დავალების შემდეგ უნდა მოხდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. იმის თქმა მინდა, რომ მთელ ამ პროცესში პროექტი დამტკიცებამდე ძალიან ბევრ სტადიას გაივლის. მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, ყველანაირად გაიფილტრება, დამუშავდება, დაიხვეწება არქიტექტორული თვალსაზრისითაც, ფუნქციურადაც, სხვადასხვა პირების მიერაც. ის ისტორიულ საბჭოზე და საკრებულოში გავა. შესაბამისად, მინიმუმამდე დაყვანილია და გამორიცხული, რომ პროექტში ხარვეზები დარჩეს, ამ პროექტმა შეინარჩუნოს ისეთი დეტალები, რომელიც საწინააღმდეგო იქნება ქალაქის ინტერესებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, შემოიტანონ, განვიხილავთ და ამასაც პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის - „ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადაეცა. თბილისის მერის განმარტებით, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი. ასევე, მოქალაქეების ნაწილი ითხოვს, რომ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენები არ აშენდეს და ამ მიზნით პეტიციაც შექმნეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა