ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მკურნალობის გაგრძელებაზე, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ - კლინიკისთვის პრობლემას არ წარმოადგენს პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იქნება, თუ რეანიმაციულში

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მკურნალ ექიმს გუშინ უთხრა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობის გაგრძელებაზე, თუ მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანდნენ.

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკისთვის პრობლემას არ წარმოადგენს პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იქნება, თუ რეანიმაციულში.

"გუშინ კონსილიუმი შეიკრიბა და პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტმა ნახა. მისი მდგომარეობის შეფასების შემდეგ, მკურნალობა გაგრძელდა ინტენსიურ პალატაში.

როგორც მკურნალმა ექიმმა ახსნა, {მიხეილ სააკაშვილი} თანახმა იქნებოდა მკურნალობის გაგრძელებაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. თუ პაციენტს სურს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. ჩვენთვის პრობლემა არ არის ინტენსიურშია, თუ რეანიმაციაში. ჩვენთვის მთავარია, პაციენტი მკურნალობაზე დაგვთანხმდეს.

ის {მიხეილ სააკაშვილი} იღებს ძალიან მცირე კალორაჟიან საკვებს. კალორაჟი იმ რაოდენობითაა გათვლილი, რომ მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელია. ენერგორესურსების შესავსებლად პარენტერალური კვება იყო შეთავაზებული.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო მარიამ ჯიშკარიანს. ითქვა, რომ კლინიკას არ ჰქონია პარენტერალური კვების მართვის გამოცდილება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მარიამ ჯიშკარიანი არ არის პრაქტიკოსი ექიმი, ჩვენი კლინიკის ექიმების უმრავლესობა კი გარდა იმისა, რომ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები ვართ, პრაქტიკოსი მედიკოსები ვართ", - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის სურვილი არ ჰქონია.

ამასთან, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომ ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები.

"ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ვერ იღებს იმ რესურს, რაც აუცილებელია. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა პაციენტის გამოჯანმრთელება", - განმარტა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა