პროექტმა „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ გრანტი მოიგო

პროექტმა „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში" (შსს-ს არქივის მიხედვით) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ერთობლივი ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან განაცხადს, საფუძვლიანად შეისწავლოს და გააანალიზოს ინფორმაცია საბჭოთა პერიოდში საქართველოში სასულიერო პირთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით ნაშრომი გამოსცეს.

„პროექტი ითვალისწინებს საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წწ.) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების ფაქტების შესწავლას და რეპრესირებული სასულიერო პირების გამოვლენას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაიწყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლიტიკის გატარება: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხურ-სამოციქულო და ქრისტიანულ-პროტესტანტული მიმდინარეობების, იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელიგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. ნაშრომში მოცემული იქნება იმ სასულიერო პირთა სია, რომლებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვრეტილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები. წინასწარი გათვლებით, მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, გამოვლინდება ასობით რეპრესირებული სასულიერო პირი. აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეას მხარს უჭერს სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბირო, რომელშიც წარმოდგენილია თითქმის, ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით. გამომდინარე აქედან, ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიებს შორის, რელიგიებსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღ დიალოგსა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა