დიმიტრი პესკოვი - აშშ, საუბრობს რა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების სავარაუდო გადაცემაზე, ზრდის ესკალაციას, მაგრამ ეს ვერ შეცვლის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას, ის გაგრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატები, საუბრობს რა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების სავარაუდო გადაცემაზე, ზრდის დაძაბულობასა და ესკალაციას, მაგრამ ყველაფერი ეს ვერ შეცვლის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას, ის გაგრძელდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ვითარება უბრალოდ მოითხოვს რუსეთისგან დამატებით ძალისხმევას, თუმცა ვერ შეცვლის მოვლენათა მიმდინარეობას.

„რუსეთის საკვანძო მიზანია სპეციალური საბრძოლო ოპერაციის გაგრძელება. მთავარია იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც სახელმწიფოს პირველი პირის მიერ დაისახა“, - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე: განიხილავს თუ არა ოფიციალური მოსკოვი არა კიევთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას, პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ მსგავსი გეგმა არ არსებობს.

„ჯერ არ არსებობს გეგმა პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პესკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა