გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს თუ ფეხებს, ყურს მოაჭრის თუ ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე არავითარი ადეკვატური კომენტარი არ მაქვს - მისი განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული

ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს თუ ფეხებს, ყურს მოაჭრის თუ ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე მე არ მაქვს არავითარი ადეკვატური კომენტარი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მთავრობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აყალბებს.

როგორც მან აღნიშნა, ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება „ხეპრული, როყიო და აგრესიული“ და არ შეიძლება, მასზე პასუხი იყოს აუცილებელი, მით უმეტეს მაშინ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს. ვოლსკი პარლამენტის მანდატების დათმობის თაობაზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერც ამას გასცემს სერიოზულ პასუხს.

„თუ ოფისის დათმობას აპირებს, შეიძლება, იქ შექმნას სასწავლო დაწესებულება ან პოლიტიკურ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც თავად და წალენჯიხის მერი წაიკითხავენ ლექციებს. თუ მათ დაემატებათ გარკვეული ადამიანები, მთლიანად შეივსება ის დეფიციტი, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს - ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა-განათლება. თუ სხვა დარგობრივ თემებსაც მიხედავენ, უკეთესი იქნება, მარტო ხელებისა და ფეხების მომტვრევაზე და სხვა ორგანოების დაზიანებაზე თუ არ ისაუბრებენ. თუ ცოტა განათლებას სამედიცინო დარგშიც მიაღებინებენ თავის აქტივს, შენობის გამოყენება ამისთვისაც შეიძლება. რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ეს პოლიტიკური ჯგუფი, თუ მას შეიძლება პოლიტიკური ეწოდოს, ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას ითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებებს, რა თქმა უნდა, სჯობს, პარლამენტიდანაც გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე, მაგრამ ამის გაცვლა და ამ თემაზე ღლიცინი სააკაშვილთან დაკავშირებითი, არათუ არასწორია, არამედ გარკვეულ სიმდაბლეზე მიუთითებს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში