ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს მაქსიმალურად წარმოსადეგი, ლამაზი და ინფრასტრუქტურულად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც ავიაკომპანიებს და მგზავრებს აქვთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV GEORGIA საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით მუშაობს.

„აღნიშნული მოიცავს ე.წ. მასტერპლანი და რას შეცვლის ის თბილისის აეროპორტის, როგორც ტერმინალის ასევე, აეროდრომის ოპერირების კუთხით. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ უმასპინძლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, TAV Georgia-თან ურთიერთობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან TAV Georgia-თან ერთად დავათვალიერეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა: ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საფრენი მოედანი, სააეროდრომო ტექნიკა, სახანძრო აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და სათანადო დონეზე. ვხედავთ, რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. TAV Georgia-თან ურთიერთობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ და დასასრულს უახლოვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის დამუშავება.უახლოეს ხანებში ეს დოკუმენტი იქნება დასრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საინვესტიციო ღირებულება, თუ რა შედეგი გვინდა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს მაქსიმალურად წარმოსადეგი, ლამაზი და ინფრასტრუქტურულად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც ავიაკომპანიებს და მგზავრებს აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაათვალიერა, ასევე გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები. „ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე ისაუბრეს, რომლებზე მუშაობის პროცესში TAV Georgia ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე, ე.წ. მასტერპლანზე მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა