„ვივამედის“ ექთანი - მიხეილ სააკაშვილთან შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა, არ მყავს კადრი - დიდი სტრესია და ამ სტრესის გამო მასთან მუშაობა არ უნდათ

კონკრეტულ პაციენტთან შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა, არ მყავს კადრი - ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესის გამო მასთან [მიხეილ სააკაშვილთან] მუშაობა არ უნდათ, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მედდამ ქეთევან ღვინიანიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

„ძალიან ბევრჯერ ჩავედი მე ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება, ამიტომაც მომიწია მე მასთან მორიგეობა, რაც მე არ მეკუთვნოდა არანაირად. არ უნდათ მუშაობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე მიზეზი რატომაც არ უნდათ მუშაობა. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პირველად, ესეც ხომ სტრესია და ძალიან ბევრი სხვა რამ, თუნდაც სოციალურ ქსელში ჩვენი კლინიკის და ჩვენი ოჯახების ლანძღვა, უდიერად მოპყრობა. მე „ჩვენს“ იმიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულად მე არ მერჩის ბატონი მიხეილი, არასდროს, მაგრამ ჩემი კლინიკა და ჩემი თანამშრომელი არის ჩემი და გამოდის, რომ ეს მე მეხება. აი, ამის გამო არავის არ უნდა მუშაობა, თორემ ბატონ მიხეილთან მე პირადად პრობლემა არ მაქვს. ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესების გამო არ უნდათ მასთან მუშაობა. რაც შემეხება მე, მე ცხოვრებაში იმხელა სტრესი მივიღე შვილის დაღუპვის შემდეგ, რომ არაფერი არ არის სტრესი და გაუსაძლისი ამ ქვეყანაზე. ასე რომ მე თავისუფლად შემიძლია მასთან ყველანაირად ვიმუშაო და ეს ყველაფერი ავიტანო, ვგულისხმობ გარემო სიტუაციებს. ჩემს მიმართ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის განწყობილი“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა