საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვაზე შეთანხმება გაფორმდა

„საქპატენტის“ ცნობით, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და ათეულობით ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცვის საგანი ხდება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეუგენიუ რუსუმ, დღეს, 1 თებერვალს, საქპატენტის ოფისში, ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას.

„შეთანხმების საფუძველზე მოლდოვას რესპუბლიკა იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტების დაცვას ნებისმიერი არასწორი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვისაგან, მათ შორის იგულისხმება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოში დაცული იქნება მოლდოვას რესპუბლიკის ათი გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტი, რომელთა შორისაა ცნობილი „დივინი“, ღვინისგან დამზადებული მოლდოვური სპირტიანი სასმელი. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ორმხრივი ხელშეკრულება გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვის მიზნით, საქართველოს გაფორმებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციასა და უკრაინასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოში. გარდა ამისა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, „საქპატენტის“ მიერ პირდაპირი რეგისტრაციის გზით განხორციელებულია სხვადასხვა ქართული დასახელების დაცვა ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, რუსეთის ფედერაციაში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, 15 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება სასერტიფიკაციო ნიშნების სახით დაცულია აშშ-ში“, - აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა