ირაკლი ქარქაშაძე - ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობას და ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტებას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება.

,,პირველ რიგში, 2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მასტერპლანი უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

,,პირველ რიგში, ე.წ. მასტერპლანით თავად აეროპორტების ოპერატორი კომპანიები ვსარგებლობთ. ეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართითაა გაწერილი. რადგან ჩვენი, როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანიების ინტერესებში შედის ვიცოდეთ - გრძელვადიან გეგმაში როგორ ვავითარებთ აეროპორტს, რათა სამომავლოდ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) აეროპორტის განვითარების გეგმა წინასწარ იყოს გაწერილი. მასტერპლანი დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემა, რომელმაც შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა