გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ნურავინ იფიქრებს, რომ თუ გეოგრაფიულად რუსეთისგან მოშორებულია, შეუძლია მშვიდად იყოს. თუ რუსეთი არ დამარცხდება, საფრთხე და პრობლემები ყველას შეეხება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ვაშინგტონში, აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მეტი ერთიანობა და ეფექტური მოქმედებაა საჭირო.

„დღეს უკრაინის დახმარება და რუსეთთან ომის წარმატებით დასრულება მთავარი ხაზია. ნურავინ იფიქრებს, რომ თუ გეოგრაფიულად რუსეთისგან მოშორებულია, შეუძლია მშვიდად იყოს. ჩვენს რეგიონში მეტი საფრთხეა, საქართველოსთვის და ჩვენი მეზობლებისთვის, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდება, საფრთხე და პრობლემები ყველას შეეხება. ამ ომს უკვე მძიმე შედეგები აქვს მსოფლიოსთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკული თუ ჰუმანიტარული კუთხით. კარგია, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბევრმა ქვეყანამ და ლიდერმა შეცვალა, წინა პერიოდის შეცდომებიც გააზრებულია, მაგრამ მეტი ერთიანობა და ეფექტური მოქმედებაა საჭირო. სამხედრო დახმარება, დიპლომატიური ზეწოლა, ეკონომიკური სანქციები, კიბერუსაფრთხოება და საინფორმაციო მხარდაჭერა - ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გადამწყვეტი დასავლეთის და მთლიანად დემოკრატიული ძალების მტკიცე ერთიანობაა. ეს ყველაზე მეტად აფრთხობს აგრესორს. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის არამხოლოდ საკუთარი მომავლისთვის და ეს ყველას უნდა ესმოდეს“, -განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ს სენატისა და კონგრესის წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის, ბალკანეთის ქვეყნების მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ექსპერტები. ძირითადი საკითხები რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, ევროპაში ჩინეთის გავლენებსა და სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ეხებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა