სანდრო რაქვიაშვილი ხაბეიშვილზე - მგონია, თავისივე თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად ნახევარია ყოველ დღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო

მგონია, თავისივე თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად ნახევარია ყოველ დღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხელებს მოამტვრევს მას, ვინც მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციას აყალბებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი იტყუებოდა.

"არ ვიცი, თუ უნდა, დაამტვრიოს, მე ზოგადად ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ვერ გავამართლებ ამას, ვერც ავუკრძალავ რაღაც გაგებით, მაგრამ მე მგონია, თავისივე თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად ნახევარია ყოველ დღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო ყველა ვარიანტში, ასე რომ, ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს, ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. წელიწად ნახევარია ყოველ დღე გვეუბნებიან, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია და სხვათა შორის, მგონი თავად მას ჰქონდა ღამის 12 საათზე ბრიფინგი, რომ დრო აღარ ითმენს, ხვალ თუ არაფერი მოხდება... ან მას მოატყუეს ან თვითონ მოიტყუა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა