ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
დეკანოიძის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება მან უკვე დაწერა, ის რეგისტრირებულია და პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.
"მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. დაპირისპირება არ მჭირდება - ყველაფერს საჯაროდ ვამბობ. ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ვიმსჯელებთ ჩემს შემცვლელ კანდიდატურაზე. რა თქმა უნდა, ახალ თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფრაქციაში უნდა იყოს ერთსულოვნება.
ჩემი მყარი პოზიციაა, რომ პარტია უნდა იყოს ყველგან, გაძლიერდეს ყველგან, რა შესაძლებლობებიც გვაქვს - ჩემი ეს პოზიცია ახალი არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.