პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტს  რეზოლუციას წარუდგენს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.

ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას.

"მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს კრემლის დამნაშავე რეჟიმთან ყოველგვარი კავშირი შეწყვიტოს.

დღეს ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ჩვენი ქვეყნისთვის და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას.

თვეებია, ქვეყანაში ხორციელდება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და ამ ფონზე, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები არიან ტურისტები, არადა ამასობაში ისინი დაფუძნდნენ საქართველოში, შეიძინეს უძრავი ქონება, დაიწყეს სხვადასხვა სახის უკონტროლო საქმიანობა.

სწორედ ეს აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და უქმნის რისკებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ღიად დაიწყეს საუბარი.

"ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ღიად დაიწყეს საუბარი.

დღეს, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის და საქართველოს იმ მცირე, ანტი-დემოკრატიულ ქვეყნებს შორის აქცევს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აგრძელებენ. სწორედ ეს უქმნის საქართველოში მშვიდობას საფრთხეს" , - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.

მივმართავთ ყველას, უპირველესად „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ და შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა