საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მონოგრაფიის - „საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მონოგრაფიის - „საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული მკვლევრები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, სტუ-ის ასოცირებული პროფესორის, ემზარ ფაჟავას ავტორობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მონოგრაფიაში განხილულია ერთიანი ევროპის ჩამოყალიბების ისტორია, საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი და მისი ევოლუცია, ასევე, ევროპული ღირებულებების არსი და მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, განხილულია ევროკავშირის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში. ზურაბ გასიტაშვილის თქმით, ნაშრომი უდავოდ დააინტერესებს, როგორც ფართო საზოგადოებას, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებსა და რაც მთავარია, სტუდენტებს.

მონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს მონოგრაფიის კონსულტანტმა, თსუ-ის შუა საუკუნეების კათედრის გამგემ, პროფესორმა მურმან პაპაშვილმა და რეცენზენტმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ. მათი თქმით, მონოგრაფია მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო გამოკვლევაა, რომელიც მრავალი ფაქტობრივი სიახლისა თუ განზოგადებული დასკვნების მატარებელია. სწორედ ამიტომ, ნაშრომს, რომელიც დასავლურ სამყაროსთან ისტორიული ურთიერთობების შესწავლასა და ახლებურ გააზრებას მოიცავს, ერთგვარი გზამკვლევის მნიშვნელობა ენიჭება ქართული სახელმწიფოს მომავლის გააზრებისთვის.

როგორც მონოგრაფიის ავტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ აღნიშნა, საქართველოს ევროპული ორიენტაცია არ არის თანამედროვე მოცემულობა და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. სწორედ ევროპულ სამყაროსთან საქართველოს მუდმივმა კულტურულმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კავშირებმა განსაზღვრა ევროპული ფასეულობებისადმი ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება და საქართველოს ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ავტორმა ყურადღება გაამახვილა ერთიანი ევროპის იდეის მხარდაჭერისა და ევროპული ფასეულობების ქართულ რეალობაში დამკვიდრების საქმეში ქართველი ემიგრანტებისა და განმანათლებლების განსაკუთრებულ წვლილზე.

პროფესორ ემზარ ფაჟავას განმარტებით, ნაშრომზე მუშაობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროპული იდენტობის თემა იყო. მისი აზრით, საქართველოს ევროპული იდენტობის მატრიცა, ძირითადად, ეფუძნება ყველა იმ მარკერს, რომელსაც ევროპული და ქართული იდენტობის მახასიათებლები ეყრდნობა, კერძოდ: საერთო წინაპარი, გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორი თავისი მრავალი სპექტრით.

ავტორი მიიჩნევს, რომ საჭიროა კვლევის გაგრძელება საქართველოს ევროპეიზაციის კუთხითა და ქართულ-ევროპულ ღირებულებათა მსგავსების დადგენის მიზნით, მათ შორის საქართველოს ევროპული იდენტობის ცალკეულ მახასიათებელთა ფართო ანალიზით.

ნაშრომის პრეზენტაციაზე პროფესორმა ემზარ ფაჟავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პროექტის მხარდამჭერის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროპული ორიენტაციის საკითხებზე ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების სტუდენტებს სემინარები ჩაუტარდათ.

ავტორმა პროექტზე მუშაობისას გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, პროექტის კონსულტანტს, თსუ-ის პროფესორ მურმან პაპაშვილს, ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის ბაზაზეც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, ასევე, სტამბოლის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარეს, პოლ ზაზაძეს და მის ოჯახს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის არქივსა და ბავარიის (მიუნხენის) ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა