პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ევროკავშირში არ მიდიან, არაფერში სჭირდებათ, ოღონდ ვინმემ უარი უთხრას

„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, მოსახლეობა მოადუნოს, ნარკოტიკი გაუკეთონ, რომელსაც მიშა სააკაშვილი ჰქვია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა, თუმცა მის ავადმყოფობას კარგად იყენებს.

„მე მჯერა, რომ ავადაა და მჯერა, რომ მის ავადმყოფობას კარგად იყენებს, მაგრამ ნამდვილად ავადაა, მაგრამ ის არ ნებდება და განაგრძობს ბრძოლას, როგორც ავადმყოფი. „ვივამედის“ პერსონალიც კი კატეგორიულად ვერ უარყოფს მის ავადმყოფობას, აშკარად აღიარებენ, წონაში კლებას და იმას, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეულ რთულ შედეგამდე მისული, ოღონდ ისინი ამას ხსნიან იმით, რომ სააკაშვილი არ მიყვება მკურნალობაში, თორემ ავადმყოფობაზე არავის ეჭვი არ ეპარება. ნებისმიერი პოლიტიკოსი მსახიობია გარკვეულწილად, მაგრამ ავად რომ არის, ამაში მე ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ არ რისკავენ და „სააკაშვილი რომ შემოაკვდეთ ხელში, ქვეყანა არ დაიქცევა“.

„მას შემდე, რაც ჩამოვიდა, სულ სააკაშვილის ირგვლივაა ლაპარაკი და დღეს უკვე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საზოგადოებისთვის მოთხოვნადია, საზოგადოებას მოსწონს ეს თემა. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ არ რისკავენ, ფიქრობენ, რომ სააკაშვილი რომ შემოაკვდეთ ხელში, ქვეყანა არ დაიქცევა. ევროკავშირში ესენი არ მიდიან, არ სჭირდებათ არაფერში, ოღონდ ვინმემ უთხრას უარი. თუ ვინმე ეტყვის თანხმობას, კი ბატონო, მიიწერენ დამსახურებად, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმისათვის, რომ მიდიოდნენ ევროკავშირისკენ. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროკავშირი, მათი მთავარი ამოცანაა გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, პარტიაში ისეთი კრიზისი შეიქმნას, რომ ნიკა მელიას ხელახლა გაუჩნდეს შანსი.

„მელია რომ მოვიდა საკმაოდ ზონდერი იყო და ცემა-ტყეპასა და კუნთებზე იყურებოდა, მაგრამ მერე დაღვინდა. ნახა, რა ხდება მის პარტიაში, ოპოზიციაში, ნახა როგორ შეიძლება თანამშრომლობა, არ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ უცხოეთთან და დაღვინდა, გახდა ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. ამ ფონზე ხაბეიშვილი აბსოლუტურად ახალია, ცოტა პერიოდია 2024 წლის არჩევნებამდე. ამ ფონზე მელიას შეიძლება ხელახლა გაუჩნდეს შანსი, შეიძლება კრიზისში ისე შევიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მელიას დაბრუნებაზე იყოს მოთხოვნა იმ 40%-ის მიერ, ვინც მას ხმა მისცა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა