გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სავალუტო ფონდისა და ევროვნული ბანკის პრეზიდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა, სავალუტო ფონდის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტებთან შეხვედრა გამართეს.

ღონისძიებაზე 2022-2023 წლებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ სტუდენტებისა და პროფესორების დისკუსიიდან იკვეთება, რომ 2023 წელი საქართველოს, შეიძლება, საკმაოდ წარმატებული ჰქონდეს.

,,სტუმრად სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ერთდროულად გვყავდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ეკონომიკა შეფასდეს - სად ვართ, საით მივდივართ, როგორი სახის პროგრესი და ხარვეზები გვაქვს. დღევანდელი ღონისძიება სწორედ, ამ საკითხების შეჯამებას შეეხებოდა. სტუდენტების და პროფესორების დისკუსიიდან იკვეთება, რომ 2023 წელი საქართველოს, შეიძლება, საკმაოდ წარმატებული ჰქონდეს. რა თქმა უნდა, გამოწვევებიც აუცილებლად იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე.

ღონისძიება საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, სტუდენტებიც და პროფესორებიც ერთმანეთთან კომუნიკაციით ძალიან მოხარულები არიან. იშვიათია, როცა სავალუტო ფონდი მსგავს ფორმატში მონაწილეობს”, - განაცხადა ვახტანგ ჭერაიამ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიება ყოველთვის წარმატებული და შედეგის მომტანია.

,,მსგავსი პერსონების შემოსვლა აკადემიურ სივრცეში, სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონებთან შეხვედრა ყოველთვის წარმატებული და შედეგის მომტანია. დღეს, ჩვენმა სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა. ის შეკითხვები, რომელიც დაისვა, გამომდინარეობდა იმ საუბრის შედეგად, რა ინფორმაციაც კობა გვენეტაძემ და მისმა კოლეგამ გააჟღერა. მსგავსი ღონისძიებები ჩვენთან ხშირად იმართება და ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება”, - აღნიშნა მამუკა თავხელიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, სტუდენტების მხრიდან ის კითხვები ისმოდა, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში გამოწვევად რჩება.

,,ყოველთვის მოხარული ვარ, როცა უნივერსიტეტებისგან ვიღებ მოწვევას. პირველ რიგში, ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ეროვნული ბანკისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ასახვა იყო, იმ სიტუაციის, რომელიც საქართველოში არის. შეკითხვები იყო ეკონომიკურ ზრდაზე, მის პოტენციალზე, რეგიონში მიმდინარე ომის გავლენაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად, თუ როგორი წელია მოსალოდნელი. ამავე დროს, ეს ჩემთვის შეჯამებასავით იყო, რადგან ეროვნულ ბანკში ჩემს შვიდწლიან ვადას ვასრულებ”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა