გრიგოლ ხურციძე - თუ საქართველოში სამედიცინო სისტემას რამის გაკეთება შეეძლო, მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი ჩაუტარდა, ჩვენი რესურსი ამოვწურეთ და პაციენტის მდგომარეობა მაინც უარესდება

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრის, გრიგოლ ხურციძის განცხადებით, იმ სამედიცინო რესურსებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში არსებობს, მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი პროცედურა ჩაუტარდა.

მისი თქმით, ქართველმა ექიმებმა თავიანთი რესურსი ამოწურეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მაინც უარესდება.

ასევე, როგორც გრიგოლ ხურციძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, პაციენტს ძალიან მძიმე წონის კლება აქვს, რომელიც იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ ის ჭამას დაიწყებს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

„ექიმების მთავარი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ პაციენტის კეთილდღეობა. პროაქტიულობა ნიშნავს იმას, შენ როცა იცი, რომ პაციენტი რთულ მდგომარეობაშია, უნდა ჩაუტარო რაღაც ისეთი მკურნალობა, რის შედეგადაც ასეთ მდგომარეობამდე არ მივა. სექტემბრიდან მოყოლებული, პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა და სამედიცინო პერსონალი ვერანაირად ვერ ეხმარებოდა მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგნოზირებულია, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მდგომარეობა შეიძლება კრიტიკულამდე მივიდეს. რამდენიმე დღის განმავლობაში 73 კილოგრამიდან 68 კილოგრამზე ჩამოვიდა. ძალიან მძიმე წონის კლებაა, რომელიც შეიძლება შეჩერდეს, თუ მიხეილ სააკაშვილი ჭამას დაიწყებს, მაგრამ თავად ვერ ჭამს. პროაქტიულობა ნიშნავს იმას, რომ უნდა ჩავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რაც წონის კლების პროცესს შეაჩერებს.

ჩვენი ექსპერტული მოსაზრებით, თუ სამედიცინოს სისტემას საქართველოში რამის გაკეთება შეეძლო, იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც საქართველოში მოგვეპოვება, მიხეილ სააკაშვილს მაქსიმალურად ყველაფერი ჩაუტარდა. ჩვენ ჩვენი რესურსი ამოვწურეთ. მეტს ვერაფერს ვშვრებით და პაციენტის მდგომარეობა მაინც უარესდება“, - განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა