რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - კადრებით ვერ ვიმსჯელებ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ვიზუალით ვერ განვსაზღვრავ, ვინ, სად უნდა მოიხადოს სასჯელი, სასამართლოს გადასაწყვეტია

მე არ ვარ ექიმი, რომ შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით უმეტეს, კადრებით ვერ ვიმსჯელებ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, რა შთაბეჭდილება დარჩა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესზე ჩართვის კადრების ნახვისას.

მისი თქმით, ვიზუალით ვერ განსაზღვრავს, ვინ სად უნდა მოიხადოს სასჯელი.

„მე რატომ მეკითხებით მისი მდგომარეობის შესახებ? სამედიცინო პერსონალის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რა შემთხვევაშიც პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა იყოს გადაყვანილი. მე ვიზუალით ვერ განვსაზღვრავ, ვინ სად უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ