რატი ბრეგაძე - ჩვენ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ და მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ - თუ მოწოდებებსა და განცხადებებს მივყვებით, სამართლიანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით

ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს სახელმწიფომ ვინმე აწამა და მიხეილ სააკაშვილის დაავადებები ამ წამების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სასჯელის აღსრულების პროცედურა საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი და ის ადამიანთა უფლებების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„ქართული სამართლის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე ვართ. ევროპული ინტეგრაციის კუთხითაც, კერძოდ, სამართლის ჰარმონიზაციას ვგულისხმობ, მოწინავეები ვართ.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ - სასჯელის აღსრულების პროცედურა საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი და ის ადამიანთა უფლებების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ჩვენ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ და მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ. თუ მოწოდებებსა და განცხადებებს მივყვებით, ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით.

ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს სახელმწიფომ ვინმე აწამა და მიხეილ სააკაშვილის დაავადებები ამ წამების შედეგად ჩამოყალიბდა. ეს არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. მით უმეტეს, ექსპერტმა, რომელიც ამბობს, რომ ვინმე აწამეს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ექსპერტიზა კანონმდებლობას ეფუძნება და ის მსგავს განცხადებებს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა