ლევან ბეჟაშვილი - გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი - ნულოვანი ნიშნულიდან ვიბრძოლებთ ქვეყნისთვის, ნულოვანი ნიშნულიდან დავამარცხებთ

ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ იყო პოლიტიკური და პარტიის პოზიციის გაჟღერება. ეს იყო კითხვაზე პასუხი - განიხილავთ თუ არა პარლამენტიდან გასვლას , - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა კითხვას, მზად არიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მანდატები დატოვონ.

ბეჟაშვილის თქმით, ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც.

„ჩვენ, ბუნებრივია, ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენთვის პარლამენტში ყოფნა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინოთ საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია. „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ არა მარტო პარლამენტიდან გასვლას, კიდევ უფრო მეტს: პარტიული დაფინანსების დაკარგვასაც, საარჩევნო კომისიებში ადგილის დაკარგვას, საკრებულოებიდან გამოსვლას, ცენტრალური ოფისის გადაფორმებას, ოღონდ ამის შედეგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც.

„ქართული ოცნება“ 10 წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ რადარებიდან გაექრო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ კონკრეტულ მექანიზმს ვთავაზობთ: გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ნულოვანი ნიშნულიდან ვიბრძოლებთ ამ ქვეყნისთვის, შესაბამისად, ნულოვანი ნიშნულიდან დავამარცხებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევ გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, დეკანოიძის აღნიშნული გადაწყვეტილება, ფრაქციისთვისაც მოულოდნელი იყო.

„მას აქვს თავისი გეგმები და ეს გეგმები უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობის“ პარტიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. მოარული ხმები, რომ ხატია გავა პარტიიდან, არის მიუღებელი.

ჯერ კანდიდატურები ფრაქციის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ განიხილება. ფრაქციისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ბევრმა წევრმა, სამწუხაროდ ტელევიზიით გაიგო ეს განცხადება.

ნებისმიერ პარტიაში, წინა საარჩევნო პერიოდის დროს არის გარკვეული რყევები. არჩევნები გუშინ დამთავრდა. გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო, რომ მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია, მოხდეს მხარეების კვლავ გაერთიანება. ლევან ხაბეიშვილის პრიორიტეტი იქნება პარტიის კონსოლიდაცია და ახალი სტრატეგიის შემუშავება იმისათვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს პარტიაში და საზოგადოების წინაშე.

მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო, პროცესები დამშვიდდება, დაწყნარდება, პარტია ისევ მიიღებს იმ კონტურებს, რომელიც ჩვენ სტატუსს - მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს შეესაბამება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა