ბორის ჯონსონი - მიეცით უკრაინელებს შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან, მათ გეგმა აქვთ, იციან, რა უნდა გააკეთონ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს უკრაინისთვის თვითმფრინავების, ტანკებისა და შორი მოქმედების არტილერიის გადაცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში Atlantic Council-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გთხოვთ თქვენი მოქმედებების ლოგიკის ერთგულები დარჩეთ და მისცეთ უკრაინელებს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს სამუშაო დაასრულონ. მიეცით მათ შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, მიეცით მათ ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან მათ გეგმა აქვთ. მათ იციან რა უნდა გააკეთონ”, - თქვა ჯონსონმა.

მან აშშ-ს მოუწოდა უკრაინა საჭირო ყველაფრით უზრუნველყოს იმისათვის, რომ აზოვის სანაპიროს გასწვრივ “სახმელეთო დერეფანზე” კონტროლი დაიბრუნოს, რომელსაც ახლა რუსეთის ჯარები იყენებენ.

“თუ ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] ამ ტერიტორიებს დაიბრუნებენ - რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ და ამისთვის გეგმა აქვთ, - თუ დაიბრუნებენ მელიტოპოლს, ბერდიანსკს, მარიუპოლს, ამ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენენ, პუტინისთვის ამას ის მნიშვნელობა ექნება, რომ თამაში დასრულებულია”, - თქვა ჯონსონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა