მიხეილ სარჯველაძე - ზელენსკი ამბობს: სააკაშვილს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავენ - რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რაც თქვა, იყო მცდარი

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემპალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც თავად განაცხადა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, თუ რაღაც პირობას შეუსრულებენ.

„უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ სააკაშვილმა ბატონი ზელენსკი, როდესაც ულტიმატუმი დააყენა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მას შემდეგ დავთანხმდები, როცა რაღაც პირობები დაკმაყოფილდებაო, თუ სწორად მახსოვს, რეანიმაციულ პალატაში რაც გადამიყვანენო. ახლა, ამის შემდეგ თუ შეიძლება ჩავთვალოთ ლოგიკურად, რომ ვინმე გამოდის და იძახის, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ხელისუფლება ამას არ აწვდის? აი, მერე შემიძლია შევეკამათო ყველას ლოგიკის ცოდნასთან ან უბრალოდ განცდასთან დაკავშირებით.

ყველამ იცის, სააკაშვილმაც იცის, რომ მას სჭირდება მკურნალობისთვის რაღაც კონკრეტული პროცედურა, ამ პროცედურას სახელმწიფო სთავაზობს დიდი ხანია, ის ამბობს უარს. ახლა აყენებს ულტიმატუმს, რაღაც პირობას თუ შემისრულებთ, მერე დავთანხმდებიო ამას, რაც მისი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. გამოდის ზელენსკი და იძახის, რომ ამ კაცს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარადგინა და აღნიშნა:

“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა - რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”.

ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ.

“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან”, - თქვა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა