სერგი კაპანაძე - მარტო ზელენსკის რეაგირებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება - ხელისუფლება ან ვერ ხვდება, რა არის სასწორზე, ან შეგნებულად ჟონგლიორობს

მარტო ზელენსკის რეაგირებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის ის, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლება ან ვერ ხვდება, რა არის სასწორზე ან შეგნებულად „ჟონგლიორობს“.

მისივე შეფასებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რომ რამე მოუვიდეს, ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივისთვის „დიდი დარტყმა“ იქნება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ქვეყნის მომავალთან არის გადაჯაჭვული. დღეს, სტოკჰოლმში, შეხვედრაზე რომ მივედი, ჩემდა გასაკვირად, უმრავლესობას ნანახი ჰქონდა კადრები, რაც დილით გავრცელდა. ამ კადრება, მარტო შემზარაობით კი არ მიიპყრო ყურადღება, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, რაც ხდება საქმის კურსშია ხალხი, ვინც საგარეო პოლიტიკაზე მუშაობს, ამ რეგიონთან მიმართებაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მიდგომა - მოდი რაღაცას გავაკეთებ და შემდეგ რეაქციას დაველოდები, ძალიან ჰგავს ცეცხლით და ქვეყნის ბედ-იღბლით თამაშს.

ხელისუფლება ან ვერ ხვდება რა არის სასწორზე ან შეგნებულად ჟონგლიორობს. სააკაშვილს რამე, რომ მოუვიდეს, რაც ჩემი შეხვედრებიდან გამომდინარე მსმენია, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივისთვის. ცეცხლთან თამაშია სააკაშვილის ჯანმრთელობით თამაში, გვარამიას ციხეში დატოვება, მედიაზე შეტევები“,- განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რა მიზნით იმყოფება სტოკჰოლმში და როგორ უპასუხებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ბრალდებას, რომ სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი შვედეთში იმყოფებიან, საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ კამპანიისთვის, კაპანაძის თქმით, სამწუხაროა, თუ მას ნებისმიერი ტიპის პარტიული დავალების შესრულება უწევს.

მისივე თქმით, მათი გზავნილი პარტნიორებთან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას 12 პუნქტიანი გეგმა შეასრულებინონ.

„არ გამოვეხმაურები ამ ბრალდებებს, იმდენად აბსურდია. მაკა ბოჭორიშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან სამწუხაროა, თუ იმ დონემდე დაეცა, რომ ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს ჩემს მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ არიან. ძალიან სამწუხაროა, თუ ნებისმიერი ტიპის პარტიული დავალების შესრულება უწევს, ისეთ საკითხზე, რომელიც ძალიან კარგად იცის, რომ ასე არ არის.

ახლა, აქ ვინც ვართ 10 წელზე მეტი გვაქვს დათმობილი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ნაწილში პროგრესი ჰქონოდა. გაცილებით მეტი ადამიანების იმ უმრავლესობისა, რომლებიც რამეს იჩემებენ საქართველოს ევროპასთან მიმართებით.

მე არ ვარ იმდენად მიამიტი, რომ დავიჯერო, ჩვენ თუ არ შევასრულებთ 12 პუნქტიან მოთხოვნას, ვინმე კანდიდატის სტატუსს გვაჩუქებს. ამიტომ, ჩვენი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ის 12 პუნქტი შეასრულებინონ და ამის შემდეგ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. თუ ასე ღიად იტყუებიან, მათ სინდისზე იყოს. ჩვენი ამოცანაა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა