ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ქვიშის ქანდაკება დადგეს

ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქვიშის ქანდაკება დადგეს. ქანდაკება თავისუფლების პარკშია განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ინსტაგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლებმა პირობა დადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქანდაკება თავისუფლების პარკში ომში უკრაინის გამარჯვებამდე იქნება.

„ესტონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია - ამის ნიშნები მთელი ესტონეთის მასშტაბით შეინიშნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქალაქ ტირვაში თავისუფლების პარკი მოაწყვეს, რომელიც უკრაინას მიუძღვნეს, სწორედ იქ დგას პრეზიდენტ ზელენსკის ქვიშის ქანდაკება. მცხოვრებლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ეს ქანდაკება პარკში უკრაინის გამარჯვებამდე დატოვონ“, - განაცხადა კაია კალასმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა