საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით