თეთრი ფერის ტაქსის მანქანებს, 1-ელი აპრილიდან ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენია, ზოგადად, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს, თუნდაც, ტაქსების მიმართულება, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება და მოწესრიგება შეუძლებელია და ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს ტაქსების მიმართულებით სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, ვიცით არსებული რეალობა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ტაქსების მიმართულება მოწესრიგებული, ყველანაირად განახლებული და საინტერესო სერვისი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვემსახურებით. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპებით და კონკრეტული ნაბიჯებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა.

ასევე, მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ავტობუსის ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს, ან ჩამოსვას, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლით ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ეს ყველაფერი, რაც კეთდება, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის კეთდება, რომ მათ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, გვესმის ამ ადამიანების, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ, ოჯახებში გარკვეული თანხები შეიტანონ, ამიტომ მათ მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ, გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო, ასევე მნიშვნელოვანია, ტაქსების მიმართულებით მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა