„საქპატენტმა“ ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, „საქპატენტმა“ კონკურსი გამოაცხადა.

როგორც „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურსი საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად 10 კანდიდატის შერჩევას ითვალისწინებს. სტაჟირება ანაზღაურებადი იქნება.

„აუცილებელ მოთხოვნათა შორისაა, რომ კანდიდატი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, საინჟინრო ან მომიჯნავე მიმართულების ფაკულტეტის არანაკლებ ბაკალავრიატის საფეხურის III კურსის სტუდენტი იყოს. სასურველია დარგობრივი ინგლისური ენის ცოდნა. სტაჟირებისთვის შერჩეული კანდიდატების ფუნქციები მოიცავს წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარებას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებას, საპატენტო განაცხადებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქმის წარმოებაში მონაწილეობას - საპატენტო ძიების ჩატარებას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის შეფასებას და სხვა განსაზღვრულ ფუნქციებს. სტაჟირების პროცესში კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას შესაბამის დარგში.

სტაჟიორებს, რომლებსაც ექნებათ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლება და განსაკუთრებული პროფესიული დაინტერესება, ასევე, სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ საქპატენტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარს, ექნებათ საქპატენტში დასაქმების პერსპექტივა. კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ვადების, სარგოს და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/76725?active=1.

სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.hr.gov.ge რეგისტრაცია, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთონ განაცხადი სტაჟირებაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 თებერვალი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა