დედაქალაქის ვიცე-მერი განმარტავს, ვისზე გაიცემა ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ტაქსის მუდმივი ნებართვა

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, ვისზე გაიცემა ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ტაქსის მუდმივი ნებართვა.

როგორც ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი ნებართვა გადასცემს ყველა იმ პირს, რომელიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.

მისივე თქმით, პირმა, ვისაც ახალი, უვადო ნებართვის მიღების სურვილი აქვს, თუმცა A კატეგორიის ნებართვა აქამდე არასდროს აუღია, 20 მარტამდე ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვა უნდა აიღოს.

რაც შეეხება B კატეგორიასთან დაკავშირებულ ნებართვას, ხმალაძის განმარტებით, უცვლელი რჩება.

„1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას ყველა ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით. 1-ელი აპრილის შემდეგ მუნიციპალიტეტი შეწყვეტს A კატეგორიის ნებართვების გაცემას და ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მიიღოს A კატეგორიის ნებართვა, მიიღებს მხოლოდ იმ პირებისგან შეძენის, ან იჯარის გზით, ვინც საკუთრებაში ფლობს ასეთი ტიპის ნებართვას და ამ ტრანზაქციებში ასევე ერთვებიან იურიდიული პირები.

1-ელი აპრილიდან განახლდება ელექტრონული ვებ-გვერდი taxi.tbilisi.gov.ge და თითოეული ტრანზაქცია - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა შესაძლებელი იქნება ამ ელექტრონული ვებ-გვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ უნდა ვმართოთ ეს ტრანზაქციები, შექმნილია ტუტორიალი, რომელიც განთავსება მერიის გვერდზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც მუნიციპალიტეტი გადასცემს ფიზიკურ პირს A კატეგორიის ნებართვას იმისთვის, რომ მან ეს მიიღოს, საჭიროა ამ ნებართვის აქტივაცია. თუ ვინმეს სურვილი არ გაქვთ, რომ ნებართვა გამოიყენოთ, შეგიძლიათ არაფერი გააკეთოთ და შესაბამის დროს ეს ნებართვა გაუქმდება. მაგრამ, თუ ნებართვის მიღება გვინდა, საჭიროა ნებართვის აქტივაცია იმავე ვებ-გვერდიდან ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში. აქტივაციის ვადა არის ერთი წელი - 2023 წელს 1-ელი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ აქტივაციის ვადის განმავლობაში არ მოხდება ნებართვის გააქტიურება, ის ავტომატურად გაუქმდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერმა A კატეგორიის ნებართვის საფასურზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დადგენილი საფასურები უცვლელი რჩება.

A კატეგორიის ნებართვის საფასური, რაც დღეს გვაქვს დადგენილი -100 ლარი, 50 ლარი და 0 ელექტრომობილებისთვის, რჩება უცვლელი. უბრალოდ, ეს დაანგარიშდება დღიურ ბაზისზე და მისი საფასური არ შეიცლება წლიურ ჭრილში. ფიზიკური პირები, რომლებიც დღემდე ახორციელებენ, ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასდროს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა, ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 20 მარტამდე მიიღებენ ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას, მარტივად რომ ვთქვათ - ადამიანი, რომელიც A კატეგორიის სისტემაში არასდროს არ დაფიქსირებულა, სისტემა ვერ წაიკითხავს და მასზე 1-ელ აპრილს ნებართვას არ დააგენერირებს. აქტივაცია შესაძლებელია ორი გზით - თუ ვარ პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურებას, ახალ ნებართვას მიაბამს თეთრ მანქანას და ნებართვა გააქტიურდება, საფასური არ ჩაერთვება, მაგრამ პირი, რომელიც დღეს არ არის ტაქსისტი, მასზე მუნიციპალიტეტმა ნებართვა გასცა, თუმცა მას უბრალოდ შენახვა უნდა ნებართვის, ეს არის ფასიანი, დღეში 3 ლარი. მაგრამ პირი, ვინც ტაქსაობს, იღებს ნებართვას, მიაბამს მანქანას, ეს საფასური მას არ ეხება. აქამდე გაცემული ნებართვები ინარჩუნებს ვადას. B კატეგორიასთან დაკავშირებული ნებართვები რჩება უცვლელი და ის ინარჩუნებს იგივე ძალას, რომელიც აქამდე ჰქონდა. ასევე, ჩვენი ნებართვა არ ითვალისწინებს A კატეგორიის მანქანისთვის რაიმე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი სხვა გადასახადის დაწესებას", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა